„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია წერს, რომ დედას საჩუქარი გაუკეთა.
შეროზიას თქმით, დედამისმა იმდენი ინერვიულა პროექტის მსვლელობის დროს, რომ მისგან იმსახურებს საჩუქარს.
„დედაჩემმა ეს დაიმსახურა, რადგან ყველაზე მეტად ინერვიულა
კომენტარებზეც, პირადშიც უვარდებოდნენ, ბოლო სტუმრობაზე საერთოდ. არა და ჩემგან არ იმსახურებდა, მერე რა, რომ ჩემი ბრალი არ იყო.
არა და სულ გვერდში მედგა, სულ მამხნევებდა და ჩემზე ბევრად მეტს ღელავდა ყველაფერზე. ამიტომ დაიმსახურა ნერვების მოშლის კომპენსაცია.
დედების დღეს, 3-დან 8 მარტამდე დუბაიში ვიგულავებთ და ყველა უარყოფითს დავივიწყებთ, მან ეს დაიმსახურა, საჩუქრად ჩემგან ეს ცხელი და ბობოქარი საგზური – ამდენი გამძლეობისთვის . ერთად წავალთ და ყველა ცუდ ემოციას გავიბათილებთ“ – წერს შეროზია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 31 დეკემბერს „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია გახდა.