მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე 85 წლის ხდება ❤️
„პირველ თებერვალს ვარ დაბადებული, რამდენიმე დღეში 85 წლის ვხდები, მაგრამ გული ისევ ახალგაზრდული მაქვს. ჩემს ასაკს ვერ ვგრძნობ და ვცდილობ, სულ კარგ ხასიათზე ვიყო. როცა ვხედავ, ვინმე ცუდ გუნებაზეა, იმდენს ვიხუმრებ და ისეთ ამბებს მოვიყვები, მდგომარეობიდან გამოვიყვან – ისეთი ხასიათი მაქვს.
ახალ წელს რას ვინატრებ? ალბათ, იმას, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ გაგრძელდეს, ჩემი მანანა ისე მენატრება, მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც ვითამაშო…“- ამბობს ჟურნალ ,,გზასთან”.
Post Views: 1,295