კიევის ოლქში, ბროვარიში ვერტმფრენი ჩამოვარდა. შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე ენინი. დაღუპულია ასევე, სახელმწიფო მდივანიც.
არაოფიციალური ვერსიით, ავარიის მიზეზი შესაძლოა ნისლი ყოფილიყო. ვერტმფრენმა ვერ დაინახა მაღალსართულიანი შენობა და ცდილობდა სწრაფად აეკრიფა სიმაღლე, რამაც, სავარაუდოდ, მართვაზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია.
Post Views: 1,087