ცნობილია ვინ არიან საგარეჯოში დაუნდობლად მოკლული ბიჭები – ”ანგელიზივით ბიჭები ჩაწვნენ მიწაში, ღმერთო…”

ცნობილია ვინ არიან საგარეჯოში დაუნდობლად მოკლული ბიჭები – ”ანგელიზივით ბიჭები ჩაწვნენ მიწაში, ღმერთო…”

სა­გა­რე­ჯო­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ, ნო­დარ თუ­აშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­ის­რო­ლა,

რის შე­დე­გა­დაც 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი. ასე­ვე დაჭ­რი­ლია რამ­დე­ნი­მე პირი, მათ­გან ერთი კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნა.

გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლია. ის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. წლე­ბის განმვლო­ბა­ში ის თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და და სა­გა­რე­ჯოს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ვი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლი იმ დროს და­იჭ­რა, როცა იქვე მყოფ მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ფა­რა.

“იო­ლის” მა­ღა­ზი­ას­თან გა­და­ე­ფა­რა მო­ქა­ლა­ქეს და გუ­ლის არე­ში მოხ­ვდა ტყვია. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­და­არ­ჩი­ნა” – ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

გრდაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ასე­ვე 30 წლამ­დე ასა­კის ზაზა ჩიხ­ლა­ძე და 35 წლამ­დე ასა­კის და­ვით ნას­რა­ძე. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნას­რა­ძე სა­გა­რე­ჯო­ში ნა­თე­სავ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. ასე­ვე და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან ნო­დარ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და ზაქ­რო მა­თი­აშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფილ სამ­ხედ­როს, რო­მელ­მაც მო­ქა­ლა­ქე­ებს ეს­რო­ლა – 49 წლის ათუ­აშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006-2021 წლებ­ში მუ­შა­ობ­და.

“თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006 წლი­დან მუ­შა­ობ­და. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, 2021 წელს და­ტო­ვა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი. ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­შიც ნამ­ყო­ფია. რა მოხ­და, არა­ვინ იცის“, – გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­მე­ლა­ურ­მა, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯო­ში, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­ვი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ათუ­აშ­ვილს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბა­საც გა­დი­ო­და.
“თავ­დამ­სხმელს ვინც თვალ­ში მოხ­ვდა, ყვე­ლას­თვის ია­რა­ღი მი­უშ­ვე­რია. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქო­ნია და მკურ­ნა­ლობ­და. სა­კუ­თა­რი შვი­ლი მძევ­ლად ჰყო­ლია აყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა სახ­ლი­დან გა­მო­პარ­ვა შეძ­ლო. შვი­ლის გარ­და სხვა ვინ­მეც თუ ჰყავ­და სახ­ლში, არ ვი­ცით“, – აცხა­დებს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *