“ვენერა ობოლაშვილი პრაიმჰაუსის მე-3 სეზონის მონაწილე” – გიორგი ნაზღაიძე რეალითი შოუს ახალ მონაწილეს ასახელებს

“ვენერა ობოლაშვილი პრაიმჰაუსის მე-3 სეზონის მონაწილე” – გიორგი ნაზღაიძე რეალითი შოუს ახალ მონაწილეს ასახელებს

69 წლის ვენერა ობოლაშვილი, რომელიც სასჯელს სამი ადამიანის მკვლელობისთვის იხდიდა თავისუფალია.

კურიერი P.S-მა გათავისუფლების შემდეგ ობოლაშვილთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.

„თავიდან რომ შევედი ციხეში პატიმარი ქალები მერიდებოდნენ, თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ…ძალიან მიყვარდა წოწ მარია… ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა“, – ამბობს ვენერა ობოლაშვილი.

ობოლაშვილს სასამართლომ 2010 წელს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1984 წელს ვენერა ობოლაშვილმა მოკლა მასთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი 1941 წელს დაბადებული იური იურკინი და მისი ბინა 4000; აშშ დოლარად გაყიდა.

2008 წელს მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 1956 წელს დაბადებული ანატოლი კალინკა და მისი ბინა 50 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.

2009 წელს მოკლა 1930 წელს დაბადებული მარია არზამასევა და მისი ბინა 20 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.

ვენერა ობოლაშვილის გათავისუფლებას გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *