ჟერარ პიკემ შაკირასთან დაშორების შემდეგ შეყვარებულის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ჟერარ პიკემ შაკირასთან დაშორების შემდეგ შეყვარებულის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ცნობილი წყვილის – მომღერალ შაკირასა და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის ჟერარ პიკეს სკანდალური დაშორება რამდენიმე თვეა აქტუალობას არ კარგავს. ჟერარ პიკემ ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჭორები დაადასტურა და Instagram-ზე 23 წლის შეყვარებულთან ერთად პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

კადრში 35 წლის პიკე და ესპანელი კლარა ჩია კამერისთვის პოზირებენ. წყვილი, რომლის შესახებაც ინფორმაცია მედიაში გასული წლიდან ვრცელდებოდა, აქამდე რომანს მალავდა.

პიკემ და შაკირა 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს 2022 წლის ივნისში დაშორდნენ. ნოემბერში გამოცემა USWeekly-მ ექსკლუზიურად დაადასტურა, რომ შაკირამ და პიკემ ხელი მოაწერეს მეურვეობის ხელშეკრულებას ორ ვაჟთან დაკავშირებით და რომ ბავშვები ესპანეთიდან მაიამიში გადავლენ საცხოვრებლად.

რამდენიმე დღის წინ შაკირამ ყოფილ ქმარს სიმღერაც მიუძღვნა. კოლუმბიელი მომღერლის სიმღერამ YouTube-ზე რეკორდი მოხსნა – 24 საათში 63 მილიონი ნახვით ის ყველაზე პოპულარული ახალი ლათინოამერიკული სიმღერა გახდა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *