ახლახანს კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ძმის გარდაცვალებიდან 49 დღეში მეორე ძმაც გარდაიცვალა. როგორც ცნობლია,
ერთი ძმა დიაბეტით გარდაიცვალა მეორემ კი გავრცელებული ინფორმაციით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გარდაცვალებამდე სულ ცოტახნით ადრე, თორნიკე ჩუმაშვილმა ეს პოსტი გამოაქვეყნა:
ძმა მელოდება…
***********
(ვუძღვნი 31 წლის თორნიკე ჩუმაშვილის ხსოვნას)
******************
ამ სამყაროში ვერსად ვნახე ჩემი ადგილი,
ალბად სიცოცხლეს ვეზედმეტე, ასე მგონია,
ჩემთვის სიცოცხლის დასრულება იყო ადვილი,
იცით რამდენი ცრემლიანი ღამე მქონია?
მე ბედისწერამ წამიშალა ლაღი ბავშვობა,
ნაიარები, დაჭრილ სულით სად არ მატარა,
ჩემი ძმის სული როცა ტანჯულ სხეულს დაშორდა,
მე ვეღარ შევძელ ამ ცხოვრების ატან-გატანა.
მოვდივარ ძმაო, მონატრებას ვერ შევებრძოლე,
ვერ შეველიე უშენობას, ფიქრმა დამღალა,
ვიცი, ბევრს გული გატკინეთ და ბევრს შეგეცოდეთ,
მე მაპატიეთ, ჩემ ცრემლებმა თუ გადაგღალათ.
მუხანათია წუთისოფლის წამი ყოველი,
ჩემი ძმის წასვლამ სამუდამოდ გამანადგურა,
ამ ცხოვრებიდან კარგს არაფერს აღარ მოველი,
ჰოდა სიკვდილმაც ჩემ კარებთან დაისადგურა.
იყო დღეები, როცა სული ეშმაკს ებრძოდა,
ცხადად და სიზმრად ძმის აჩრდილი არ მშორდებოდა,
გამოღვიძებულს მიტირია, სული მეწვოდა,
ვატყობდი, ჩემი წასვლის ჟამი ახლოვდებოდა.
ერთი თხოვნა მაქვს, ამისრულეთ, ნუ დამზარდებით,
ჩემი ძმის გვერდით გამითხარეთ ცივი სამარე,
მერე ცივ გულზე მომაბნიეთ ბევრი ვარდები,
ნუ ატირდებით, სიბრალულის ცრემლი დამალეთ.
გემშვიდობებით, განვერიდე იმ წუთისოფელს,
სადაც სიკვდილი შორიახლოს ყველას დარაჯობს,
ძმა მელოდება, ძმას მივხედავ იმ ქვეყნად მყოფელს,
მივალ იქ, სადაც სიმშვიდე და ღმერთი თამადობს.
მარინა ყიფიანი
30.01.2023