ახლახანს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსთავში, მარის არხის დასახლებაში ხანძარს ქალი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა. ფიცრულში ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო გამათბობლისგან გაჩნდა.
სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა. ქალმა ფიცრულის დატოვება ვერ მოახერხა და ადგილზევე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
Post Views: 15,443