ცნობილია ქართველის ვინაობა რომელიც თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა

ცნობილია ქართველის ვინაობა რომელიც თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა

თურქეთში მიწისძვრას სენაკელი 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა. ის ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

ოჯახის წევრებს ზარანდიას დაღუპვა იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ქალი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი ნანგრევებში მოჰყვა.

ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *