სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, სოციალურ ქსელში, თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას კიდევ ერთხელ ეხმაურება, რუკის ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
,,არანაირ მოკლევადიან პროგნოზს არ ვაკეთებ და არ აკეთებს არცერთი თავმოყვარე სეისმოლოგი. უბრალოდ გიხსნით. ხაზები სადაცაა რუკაზე, მაგალითად იასამნისფერი ხაზი, არის არაბეთის ფილაქნისა და თურქეთის ბლოკის საზღვარი, რომელსაც ეწოდება აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა. სწორედ ეს რღვევა გააქტიურდა. წრეები სადაცაა, ისაა მიწისძვრები, რომელიც ახლა ხდება და ხედავთ რომ ზუსტად ემთხვევა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის მარცხენა დაბოლოების ორკაპს. ამას ჰქვია მარას სამმაგი შეერთება. მკვდარი ზღვის რღვევის გამო. ათასი რამ ვრცელდება, საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ. არც ის დაიჯეროთ სტამბოლში გავრცელდებაო. არ არის ასე”, – წერს სეისმოლოგი.
თეა გოდოლაძე პოსტის კომენტარებსაც პასუხობს, მათ შორის, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს, საქართველოში 9 თებერვალს მოსალოდნელია 6-ბალიანი მიწისძვრა…
სეისმოლოგი წერს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.