როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება ახლა „ელიფი“ – გოგონა თურქული სერიალიდან, რომელიც გამუდმებით იკარგებოდა

როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება ახლა „ელიფი“ – გოგონა თურქული სერიალიდან, რომელიც გამუდმებით იკარგებოდა

სერიალი „ელიფი“ თურქული ტელენოველების გულშემტკივარ ქართველ მაყურებელს კარგად ემახსოვრებათ. ისტორია პატარა გოგონას, სახელად ელიფის შესახებ წლების განმავლობაში გადიოდა ქართულ ტელეეთერში.

Rating

მის მთავარ გმირს მაშინ არაერთ მიმსაც უძღვნიდნენ. სერიალის მთავარი ხაზი აგებული იყო ელიფის დაკარგვაზე და შემდეგ პოვნაზე, გოგონა გამუდმებით იკარგებოდა და დანარჩენი გმირები მის ძიებაში იყვნენ.

ელიფის როლს ქერათმიანი გოგონა, იზაბელა დამლა გუვენლირი ასრულებდა. სერიალმა მას დიდი პოპულარობა მოუტანა და რეჟისორების დაინტერესებაც გამოიწვია.

2019 წელს დამწყები მსახიობი კიდევ ერთ სერიალში, სახელად Bahari Beklerken გადაიღეს.

Rating

იზაბელა ნიუ იორკში დაიბადა და 4 წლის ასაკამდე იქ ცხოვრობდა, თუმცა შემდეგ ოჯახმა თურქეთში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი ვიზუალიდან და სახელიდან გამომდინარე ხშირად ფიქრობენ, რომ იზაბელა თურქული წარმომავლობის არაა, თუმცა გოგონა ამბობს, რომ ეს კითხვა მისთვის მომაბეზრებელიც კი გახდა და რომ ნამდვილად თურქული ფესვები აქვს.

Rating

იზაბელას სერიალებში მონაწილეობამ უამრავი გულშემატკივარი შესძინა. ის ახლა 12 წლისაა და „ინსტაგრამზე“ უკვე 500 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

Rating

პატარა მსახიობის ფანები აღნიშნავენ, რომ ტავის ასაკთან შედარებით უფრო დიდს ჰგავს. გოგონა ახლა ძირითად დროს თვითგანვითარებას უთმობს, სწავლობს უცხო ენებს, ფორტეპიანოზე დაკვრას. ამბობს, რომ წიგნების კითხვა მისი საყვარელი საქმიანობაა. ამ ეტაპზე უარს ამბობს კინოინდუსტრიაში დაბრუნებაზე, თუმცა დაკავებულია ფოტომოდელის საქმიანობით.

სამომავლოდ კი აპირებს, რომ კვლავ სერიალებს დაუბრუნდეს და წარმატებული მსახიობის კარიერა ჰქონდეს.

წყარო : Reitingi.ambebi.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *