ხათუნა ჟორდანია გადაცემა „სთორის“ სტუმრობდა, სადაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, თუ რას შეცვლიდა ის ცხოვრებაში ხათუნამ ასე უპასუხა:
„მგონია, რომ სიგარეტს არასდროს არ მოვწევდი. დღევანდელი გადმოსახედიდან, მგონია, რომ არასდროს გავეკარებოდი სიგარეტს. ჩემი ავადმყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის,“ – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.
თათა შარანგიამ ხათუნას ასევე ჰკითხა, რა არის ის, რასაც მას უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში, როდის იტყვის, რომ ცხოვრება შედგა:
„როდესაც ვნახავ ჩემს შვილებს, რომ ორივე ბედნიერი იქნება, ორივეს გვერდით ეყოლება მათი შესაფერისი ადამიანი და შვილებს რომ გამიჩენენ, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემს ცხოვრებას ფასი ჰქონდა…
როგორც მე და ერთი ჩემი მეგობარი ვხუმრობთ ხოლმე, კანში სანაპიროზე ვხედავ ჩემს მომავალს, საქართველოდან შორს…
კანში დავასრულებდი ჩემს სიცოცხლეს,“ – თქვა ხათუნა ჟორდანიამ.