ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მსუბუქი მარკის ავტომობილი სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი – ადგილზე, ხოლო მეორე – საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
გარდაცვლილები ხობელი ახალგაზრდები, მეგობრები დავით აკობია და გიორგი სიჭინავა არიან. აკობია წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, თუმცა ხობში ცხოვრობდა.
“ვერაფერს გეტყვი, მხოლოდ ჩვენ ვიცით შენ ჩემთვის როგორი ძმა იყავი… უფალს ებარებოდე ძმაო …””ღმერთო, როგორ არ მინდა დავიჯერო ბიჭებოოო” – წერენ გარდაცვლილი ახალგაზრდების მეგობრები.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
Post Views: 1,380