ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი მუსიკოსი და ახალციხის საპატიო მოქალაქე ანზორ თამარაშვილი გარდაიცვალა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მწუხარებას გამოვხატავთ, ახალციხის საპატიო მოქალაქის, ხელოვნებათმცოდნისა და მუსიკოსის, ბატონი ანზორ თამარაშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონ ანზორს დიდი წვლილი აქვს შეტანილი არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში, საგუნდო ხელოვნების განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. იგი, წლების მანძილზე მუშაობდა მესხური სასიმღერო ფოლკლორის აღდგენა- პოპულარიზაციის მიმართულებით. არის რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, ,,ღირსების ორდენის“ კავალერი. მისი ავტორობით გამოიცა წიგნები – ,,მოკლე მუსიკალური ლექსიკონი“, ,,მსოფლიო მუსიკალური კულტურა“ და ,,მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს”