„არც დიდად სალხინოდ არის საქმე და არც სავალალოდ…“ – რას ყვება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გიორგი გილიგაშვილი

„არც დიდად სალხინოდ არის საქმე და არც სავალალოდ…“ – რას ყვება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გიორგი გილიგაშვილი

როგორც იცით,გიორგი გილიგაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, ის სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა და პირველი ეტაპი კარგად დასრულდა. ახლა ის ისევ მიემგზავრება თურქეთში და ჟურნალ „სარკეს“ ამის მიზეზს უმხელს:

„უფლის წყალობით, კარგად ვარ, ახლა მიწევს გამგზავრება, მცირე დოზით დასხივება უნდა ჩავიტარო. ეს აუცილებელი პროცედურაა, რადიოაქტიური იოდით დასხივება. ამ ყველაფერს გავდივარ უფლის სიყვარულით, ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების თანადგომით, ასევე – უცნობი ადამიანების დალოცვით, არც დიდად სალხინოდ არის საქმე და არც სავალალოდ. ყველაფერი მიდის სიმშვიდით, მეც მშვიდად ვარ…“

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *