ძალიან ცუდ დღეში ვარ, ფეისბუქი გახსნილი დამრჩა და დედამთილმა… – ვერ წარმოიდგენთ რა აღმოაჩინა დედამთილმა რძლის ტელეფონში

ძალიან ცუდ დღეში ვარ, ფეისბუქი გახსნილი დამრჩა და დედამთილმა… – ვერ წარმოიდგენთ რა აღმოაჩინა დედამთილმა რძლის ტელეფონში

“საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და რჩევა მჭირდება, ალბათ სხვასაც გამოუცდია მსგავსი რამ და იქნებ მითხრან, როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან.

რამდენიმე წელია გათხოვილი ვარ და საკმაოდ მძიმედ საურთიერთო დედამთილი მყავს. ერთად ვცხოვრობთ. თითქოს ნორმალური ქალია, მოჩხუბარიც არ არის და ერთი შეხედვით, არაფერს აშავებს, მაგრამ ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ვარ.

დიასახლისია და სახლის საქმეები მისთვის არის მთავარი, ოღონდ ეს იმას ნიშნვს, რომ ამ საკითხში თავი პროფესორი ჰგონია (და არ არის რეალურად) და თვლის, რომ ყველაფერი იცის, ყველაფერი მისებურად უნდა იყოს და ყველაფერი, რასაც ის ამბობს და აკეთებს, მართალია. მაგალითად, რაც არ უნდა კარგად ავალაგო ლოგინი, მივა და ხელახლა ალაგებს, რომ ნაკეცი ზუსტად ისე იყოს, როგორც მას სურს. რაც არ უნდა კარგად გავფინო სარეცხი, მივა და ხელახლა გაფენს. საჭმელს თუ ვაკეთებ, დამადგება და მაძლევს შენიშვნებს, რომ ასე ჯობს და მასე კი არა. აბსოლუტურად ყველა დეტალში ასე ერევა, ჩუმად და წყნარად, მაგრამ ისე დამძაბა და დამაკომპლექსა, მირჩევნია, იჩხუბოს. მეც ვერ ვიღებ ხმას. ქმარს რამდენჯერაც ვუთხარი, დაიკიდეო. არადა, როგორ უნდა დავიკიდო და გავატარო, როცა სახლში ხშირად ვრჩებით ერთად და მუდმივად მიწევს შეხება ამასთან. თავს დიასახლისადაც ვერ ვგრძნობ, რა თქმა უნდა. სულ სტუმარივით ვარ. ბავშვების აღზრდაშიც გამუდმებით მერევა, შანსი არაა, დამაცადოს, რომ დამოუკიდებლად რაიმეს კეთება ვასწავლო – გამოვარდება და თვითონ გაუკეთებს, თუ მე ვცდილობ, რომ თავად გავაკეთებინო რაიმე… ძალიან დავიღალე ამ მიდგომებითაც და უთქმელობითაც და ჩემს მეგობარს ვწერდი ხოლმე მესენჯერში, ამით ვიოხებდი გულს.

ერთ დღესაც, კურიერმა რაღაც ნივთი მოიტანა და უცებ გავხდი ეზოში ჩასასვლელი დასახვედრად. ტელეფონი, გახსნილი მესენჯერით დამრჩა სავარძელზე. დაუწყია წკარაწკური და მისულა ეს ჩემი დედამთილი, ყველაფერი წაუკითხავს… ისეთი სახით დამხვდა, ვერ აღვწერ. საშინელი სცენა ჩამიტარა, შემარცხვინა, სულ უმადური მეძახა და რა ვიცი, რა აღარ მითხრა ჩუმად და წყნარად (სახლიდან ხმა არ უნდა გავიდეს – იდეალური ოჯახის შირმა აქვს მუდამ აფარებული, არადა, ქმართანაც სულ კამათობს და მთელი ცხოვრება ღალატობდა ჩემი მამამთილი…). ახლა ვარ ამ სიტუაციაში, ახალი ამბავია. ჩემმა ქმარმაც არ იცის ჯერ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე…

მირჩიეთ რამე…”

ანანო, 29 წლის

სტატიის ფოტო პირობითია

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *