,,კრიმინალისტები მეუბნებიან, რაღაც ვერსიები არისო, ერთი ვერსიაა..” – რას ყვება 12 წლის გარდაცვლილი გოგონას ბაბუა

,,კრიმინალისტები მეუბნებიან, რაღაც ვერსიები არისო, ერთი ვერსიაა..” – რას ყვება 12 წლის გარდაცვლილი გოგონას ბაბუა

დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არასრულწლოვანის ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება. სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.

ტრაგედიაზე გარდაცვლილი არასრულწლოვანის ბაბუა, მანუჩარ დვალი საუბრობს. მისი თქმით, დაკარგულია გოგონას მობილური ტელეფონი.

“12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილი… დავიღუპეთ… გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი, ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო… აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ თითქოს ვინმემ იძალადაო. ერთ-ერთი ჩემი დის შვილიშვილი სახლში წამოვიდა, ეს საწყალი ანუშკი მარტო წამოვიდა ამ მიდამოებში, როგორც ჩანს, აქედან მიდიოდა სახლში. რომ მოვედი, თბილი იყო… ვერაფერი ვერ ვუშველეთ…,” – ამბობს გარდაცვლილის ბაბუა ,,კურიერთან”.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *