„მკითხა, ეს თქვენი ძაღლიაო“ – რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა ბოლოს ნახა

„მკითხა, ეს თქვენი ძაღლიაო“ – რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა ბოლოს ნახა

„დაახლოებით, ღამის 11 საათი იქნებოდა. ბაღში ვისხედით მე და ჩემი შვილი, ძაღლთან ერთად. ქვემოდან ჩქარი ნაბიჯით ამოვიდა“ – ასე იხსენებს თვითმხილველი 12 წლის გოგონასთან შეხვედრას, რომელმაც ის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა.

„მოვიდა და საქანელაზე დაჯდა. ვიფიქრე, ვიღაცას ელოდება-მეთქი. ხშირად სეირნობენ ხოლმე ბავშვები და არ მიმიქცევია დიდი ყურადღება. სახეზე არ დამინახავს.  ჩემგან ზურგით იჯდა და არ შემიმჩნევია, შეშფოთებული და ანერვიულებული იყო თუ არა. ადგა, მოვიდა ჩემთან და მკითხა, ეს თქვენი ძაღლიაო და კი –  მეთქი, ვუპასუხე. მითხრა, უი, რა საყვარელიაო და გამიღიმა. მეც გავუღიმე და მადლობა გადავუხადე. წავიდა ჩქარი ნაბიჯებით. მერე რა მოხდა, არ ვიცი.

მშვიდი საღამო იყო, ბევრი ხალხი არ იყო“. – ამბობს თვითმხილველი „პალიტრასთან“ ინტერვიუში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *