ყოველდღიური სტრესი, გადაღლილობა, ბოლო წლებში კორონავირუსისგან გამოწვეული მეხსიერების დაქვეითება გონებრივ რესურსს მკვეთრად აზიანებს. ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მეხსიერება გავზარდოთ.
„ამ დროს საკვები ძალიან დიდ როლს თამაშობს. სასარგებლოა: ორაგული, სასარგებლოა ნებისმიერი საკვები, რომელიც D,E,C და B ვიტამინითაა გაჯერებული. ჩემი რჩეული საკვები ავოკადოა, ესეც ძალიან სჭირდება ჩვენს თავის ტვინს, ასევე ზეთის ხილი და რა თქმა უნდა, იოგურტი.
არსეობს 4 ტიპის საკვები, რომელიც თავის ტვინისთვის სასარგებლო არ არის და მათი მიღება მკაცრად შეზღუდული უნდა იყოს.
პირველი, ეს არის ტუნა – გემრიელია, თუმცა, სანამ მის მიღებას დააპირებთ, ორჯერ დაფიქრდით. ტუნდა და სხვა კონსერვირებული თევზი შეიძლება იყოს მძიმე მეტალების წყარო, იმიტომ, რომ მათი კონტროლი საკმაოდ რთულია. და როცა ჩვენ ვიღებთ მძიმე მეტალებს, მათ შორის ვერცხლის წყალს, ტყვიას და ა.შ ისინი ჩვენი ნერვული სისტემისთვის ძალიან საზიანოა.
აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების, რომლებიც ხშირად მოიხმარდნენ ისეთ თევზს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავდა მძიმე მეტალებს, გონებრივი რესურსი ყოველწლიურად 5%-ით ქვეითდებოდა. ტუნა კვირაში ერთხელ, თვეში 2-ჯერ მიიღეთ.
მეორე საკვები, რომელიც ჩვენი თავის ტვინისთვის საზიანოა, არის ყველაფერი შებოლილი: თევზი, ძეხვი… შებოლვის დროს იზრდება ნიტრატები, რომელიც ჩვენს ნაწლავებში ბაქტერიების მიერ ნიტრიტებად გარდაიქმნება, ეს კი ნერვულ ქსოვილებში ქრონუკულ ანთებას იწვევს, რაც გონებრივი რესურსის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს. ეს წლების შემდეგ ვლინდება, სწორედ წლების შემდეგ გვჭირდება მეხსიერება.
მესამეა, ნახშირწყლები: თეთრი პური, თეთრი პრინჯი, თეთრი პასტა, ისეთი წვენები, რომლებიც მარტივი ნახშირწყლებითაა გაჯერებული. ამ შემთხვევაში, ჩვენს სისხლში უცებ იმატებს გლუკოზისა და ფრუქტოზის მაჩვენებელი, რაც ინსულინის პიკს იწვევს. მაღალი ინსულინი კი იწვევს იმას, რომ თქვენს სხეულს ძალიან გაუჭირდება ცხიმების დაწვა. ცხიმები დაგროვდება საძილე არტერიაშიც, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევეს საძილე არტერიების ათელოსკლეროზს და თავის ტვინის სისხლმომარაგების დაქვეითებას, რაც ასაკთან ერთად გონებრივი რესურსის დაქვეითებას იწვევს.
მეოთხე – ალკოჰოლი. თუ თქვენ დღეში პატარა ჭიქით მოიხმართ ალკოჰოლს, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის. თუ მოიხმართ 3 ჭიქაზე მეტს, ამ შემთხვევაში, თავის ტვინისთვის საზიანოა. ალკოჰოლს უამრავი ტოქსკური ზემოდქმედება გააჩნია, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი თავის ტვინზე. ალკოჰოლი ჩვენი ორგანიზმიდან გამორიცხავს იმ სასარგებლო ვიტამინებს, რომელიც ჩვენს ნერვულ ქსოვილს ძალიან სჭირდება.