კახეთში ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სადაც ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა, ერთი ადამიანი დაიღუპა 2 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანის.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი ქალი მზისა ჭუმბურიძეა.
წინასწარი ცნობით, 7 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და თბილისში გადაყვანა ესაჭიროება. ბავშვს ტრავმები თავის არეში აქვს მიღებული და ნეიროქირურგის დახმარება სჭირდება.
ახალგაზრდა ქალს ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან:
“მიჭირს შენზე იმიერში საუბარი. შენ ყოველთვის ცოცხალი იქნები ჩვენს გულში”
“თავზარდამცავი ამბავია ყოველდღეე, გამძლეობა მისცეთ უფალმა მაგის დედას, როგორ მტკივა ამდენი ახალგაზრდის წასვლა”
Post Views: 11,113