იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელია გაძარცვეს და ავტომობილი მოიპარეს

ახალი რეკორდი – ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 85 მილიონია 

ხვიჩა კვარაცხელიას განახლებული სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 85 მილიონია. ინფორმაცია ამის შესახებ თავად Transfermarkt-ის გვერდზე ქვეყნდება.

ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია თბილისშია.

როგორც ცნობილია, კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით გუშინ დაიწყო.

გუნდი ორ შეხვედრას გამართავს – 25 მარტს მონღოლეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. საქართველოს ნაკრები თბილისში მოემზადება, ბათუმში კი 24 მარტს გაემგზავრება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *