ხვიჩა კვარაცხელიას განახლებული სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 85 მილიონია. ინფორმაცია ამის შესახებ თავად Transfermarkt-ის გვერდზე ქვეყნდება.
ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია თბილისშია.
როგორც ცნობილია, კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით გუშინ დაიწყო.
გუნდი ორ შეხვედრას გამართავს – 25 მარტს მონღოლეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. საქართველოს ნაკრები თბილისში მოემზადება, ბათუმში კი 24 მარტს გაემგზავრება.
Post Views: 811