სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს შოთო სიხარულიძე და წერს:
“გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი 31 წლის გია კოჩაროვი მიგრანტი დედია გამწარდა ისევ… მონატრებული შვილი… მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო გია. გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!
ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო… ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში…
წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი დედა. სახლში შენს სურათებს, შენს დაცარიელებულ საწოლს უნდა ეალერსოს შენთან მოფრინავს საბერძნეთიდან
რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა ემიგრანტ დედას რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა მყოლოდი, ჩემო სიცოცხლევ?
რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი.
მეხის გავარდნას გავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი .
გულს გვიკლავს ემიგრანტი დედების დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, ნუგეშის თქმაც რომ შეუძლებელია მათთვის.
როცა ჩამოვლენ ცდილობენ გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი.
შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს. წახვედი და დატოვე მონატრების დიდი ტკივილი. ვილოცებთ შენთვის, რათა ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული!
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას საბერძნეთში დალი ამუზაშვილს ღმერთმა გამძლეობა მოგცეს დალიკო.
სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად…. გიას დედის სიყვარულით რომ განსაკუთრებით უცემდა გული, ის გული გაჩერდა სამუდამოდ… ამ ტკივილს სახელს ვერ დაარქმევ, აქ სიტყვები აზრს და მნიშვნელობას კარგავს…ეს ყველა დედის ტკივილია, რა მნიშვნელობა აქვს, ემიგრანტია თუ არაემიგრანტი…შეიძლება კალთაში გიჯდეს შენი პირმშო და იქ მოაკითხოს ულმობელმა წამმა, მაგრამ ოჯახის და შვილების კეთილდღეობისათვის სამშობლოდან საზრვარგარეთ გადახვეწილი დედებისთვის ეს ტკივილი სხვა განზომილებაშია და სხვა საზომით იზომება… ქართველ ემიგრანტს ქ.ლ. დალის ღმერთს ვთხოვთ, მოგმადლოს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ჭირთა თმენა, შენი გიას სულის საოხად და დაუმკვიდროს სასუფეველი მას იქ, სადაც მართალნი განისვენებენ… კიდევ ერთხელ გიცხადებთ უდიდეს თანაგრძნობას“, ” შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები”