ახლახანს ცნობილი ქორეოგრაფი, დავით აფხაზავა, გარდაიცვალა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში არჩილ ჩიქოვანი ავრცელებს და წერს:
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ჩემი მეგობრის, დამსახურებული ქორეოგრაფის, გამორჩეული ბათუმელის, დავით აფხაზავას გარდაცვალების გამო.
მან თავისი მოღვაწეობით ბათუმელების დიდი სიყვარული და აღიარება მოიპოვა. არაერთი თაობა აღზარდა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში.
მთელი გულით ვიზიარებ დავით აფხაზავას ოჯახის, მისი კოლეგებისა და ბათუმელების მწუხარებას”
Post Views: 1,342