საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში 6-1 დამარცხების შემდეგ მონღოლეთის მთავარმა მწვრთნელმა იჩირო ოცუკამ პრესკონფერენციაზე თამაშზე და შედეგებზე ისაუბრა:
“ბოდიში, ინგლისურად კარგად ვერ ვსაუბრობ. ბოდიში, არ ვიცი ერთმანეთს როგორ შევხვდით, არ ვიცი ეს გადაწყვეტილება ვინ მიიღო. უკვე ერთი წელია მონღოლეთის მწვრთნელი ვარ, საკვალიფიკაციო ეტაპზე იაპონიასთან 14:0 წავაგეთ. ჩვენი ფედერაცია ცდილობს, რომ ძლიერ მეტოქეებთან ვითამაშოთ, რათა ნაკრებმა განვითარება შეძლოს. საქართველოს ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენ არ გვყავს პროფესიონალები და არც სათანადო გამოცდილება გვაქვს. ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო
ბედნიერი ვარ პირველი ტაიმის გამო. გოლის გატანაც მოვახერხეთ. ექვსი თვის მანძილზე ვერ მოვემზადეთ კლიმატური პირობების გამო. კარგი თაობა გვყავს, 19 წლის, 20 წლის ფეხბურთელები. მეორე ტაიმში კონცენტრაცია და სისწრაფე დავკარგეთ, ამის გამო იმედგაცრუებული ვარ. ფეხბურთელებს ვუთხარი რომ მესამე გოლის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ, რომ მეორე და მესამე გოლს შორის ძალიან მცირე დრო იყო გასული“.
“მონღოლეთიდან დელეგაცია არ გამოგვყოლია. მონღოლები საქართველოშიც ცხოვრობენ და ისინი გვიჭერდნენ მხარს. პირველი ტაიმის მერე დაგვირეკეს და ნაჩვენები შედეგი მოგვილოცეს. თამაში რომ ყაიმით დასრულებულიყო, ალბათ ოქროს მედალს მომცემდნენ“, – თქვა ოცუკამ.