მსხვერპლით დასრულდა ავარია კახეთში. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა დედოფლისწყაროში მოხდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა რკინის ღობეს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, 33 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. დაღუპული ახალგაზრდა დედოფლისწყაროდანაა. ის ილია ტუხაშვილია.
დაშავებულია ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრები ავტომანქანიდან გადმოცვივდნენ.
ექიმების განმარტებით, დაშავებულების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.
Post Views: 15,328