ქართველი ემიგრანტი, უგონო მდგომარეობაში, გერმანიის საავადმყოფოში გადაიყვანეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
“ემიგრანტი გაითიშა გერმანიაში, სრულიად ჯანმრთელი უეცრად. ამ წუთებში საავადმყოფოში გადაიყვანეს, უგონოდაა.
კომატოზურ მდგომარეობაში. წლეებია ემიგრაციაშია წასული. გთხოვთ გერმანიაში მყოფო ემიგრანტები გამოგვეხმაუროთ (ფოტოზე ჩაქველი ემიგრანტი ია დავითაძე).
ილოცეთ ამ ემიგრანტზე, ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს…
ია დავითაძე ძალიან მძიმედაა… ქართველებო გერმანიაში ვინც რომში ხართ მიდით და იკითხეთ მისი ამბავი დავეხმაროთ რამენაირად.. უკეთილშობილესი ია გერმანიაში მუშაობდა წლები და ეს უბედურება დაემართა. უფალი ფარავდეს გთხოვთ ვინც ვერ მოახერხებთ მისვლას სანთელი აანთეთ მის სახელზე.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას უსურვებს იაკოს. უფალო, დაიფარე ყველა ემიგრანტი! ყველა ემიგრანტის ღიმილი ყალბია, ვისაც უგრძვნია ემიგრანტობა, ვინც შვილებთან სიშორის გამო ცრემლი იგემა, ვინც წლობით ნატრული მშობლები, ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები დაკარგა, მხოლოდ ის გაიგებს მათ გულისტკივილს, თუ რამდენი დარდი და მწარე ფიქრია მათ გონებაში ჩაქსოვილი… ყოველ დილით ცრემლით დასველებული ბალიშიდან დგებიან და ღმერთს მადლობას წირავენ, რომ კიდევ ერთი დღე გაუთენა… ასეთი ყოფილა ემიგრანტის ბედი და ხვედრი, უნდა გაუძლონ ყველა გაჭირვებას ,ყველა დამცირებას, იმიტომ, რომ ზურგს უკან მათი შვილებია. ამიტომ ყველა ემიგრანტი დეპრესიის სენით არის დაავადებული. საქართველოში ჰგონიათ, რომ ია-ვარდით არის მოფენილი უცხო მიწაზე ცხოვრება. ვისაც ემიგრანტობა და შვილების მონატრება არ განუცდია, მათთვის უაზროა ახსნა-განმარტება რის ფასად უჯდებათ ეს ყველაფერი. სხვის საქმეში სხვა ყოველთვის ბრძენია. ხშირად მიფიქრია, რომელი სჯობია ასეთი წვალებით ნაშოვნი ფული, უდედოდ გაზრდილი შვილები, თუ მათი სამშობლოში შვილებთან ერთად მშიერი ყოფნა?.. მიუხედავად ყველაფრისა მინდა ვუსურვო ყველა ემიგრანტს სამშობლოში დაბრუნება ჩახუტება სითბო და სიყვარული თავიანთ საყვარელ ოჯახებთან ერთად…”, – წერს შოთო სიხარულიძე.