ასტროლოგი რამაზ გიგაური მთვარის უკურსო მოძრაობის კალენდარს აქვეყნებს და წერს რომ ამ კონკრეტულ დროს არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.
ასტროლოგის პოსტს უცველად გთავაზობთ:
“მთვარის „უკურსო მოძრაობა“ – აპრილი
ასტროლოგიაში „მთვარის უკურსო (უგეზო) მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე – საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).
ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.
დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:
* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
* არ შეიძინოთ ნივთები;
* არ დაიწყოთ ახალი საქმე;
* არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;
* არ დადოთ შეთანხმებები;
* არ მოაწეროთ საბუთებს ხელი!!!“,- წერს რამაზ გიგაური.