თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ახლახანს ყღვაწლმოსილი პედაგოგი ქალბატონი ციალა არეშიძე გარდაიცვალა.
“გ ა მ ო ს ა თ ხ ო ვ ა რ ი
ქალაქ თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი, მწუხარებით გამოთქვამს უდიდეს გულისტკივილს ყოფილი კოლეგის დაკარგვის გამო.
ქალბატონი ციალა არეშიძე სკოლის გახსნის დღიდან, მხოლოდ გერმანული ენის პედაგოგი არ იყო ამ სკოლაში. უნდა ავღნიშნოთ, რომ იყო ადამიანი, რომელმაც პედაგოგიურ საზოგადოებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ის ამშვენებდა ირგვლივ ყველაფერს, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ავლენდა სითბოს, სიყვარულს, იუმორს, ფლობდა უზადო ნიჭს ადამიანებთან ურთიერთობისა, მასზე მუდამ ვისაუბრებთ, როგორც საოცარ ქალბატონზე, რომელიც დახვეწილი ადამიანობით გამოირჩეოდა.
დიდს თუ პატარას ხიბლავდა მისი პრინციპული, მაგრამ კეთილი დამოკიდებულება.
სკოლის პედაგოგები ყოველთვის გავიხსენებთ მის თანამშრომლობას კოლეგებთან, სკოლის კურსდამთავრებულნი მოიგონებენ, როგორ ზრუნავდა მოსწავლეებზე, ცოდნასთან ერთად როგორ ასწავლიდა ურთიერთპატივისცემას და იმ უნარებს, რომელიც ყველა ადამიანის თანმდევი უნდა იყოს.
ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს თქვენს გზას იმიერში ციალა მასწავლებელო.
თერჯოლის #2 საჯარო სკოლის პედკოლექტივი
საგანმანათლებლო რესურსცენტრი იზიარებს სკოლის მწუხარებას და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს”