ქუთაისი-წყალტუბის გზაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანია მოკლული. როგორც ირკვევა, ტრაგედია მეგობრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოყვა.
არსებული ინფორმაციით ერთ-ერთ რესტორანში შეკრებილ მეგობრებს შორის კამათი მოხდა, შემდგომ მათ შენობა დატოვეს და საუბარი მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. სიტუაციის განსამუხტად ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და ტყვია გაუვარდა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ერთ-ერთი მოკლული ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ვასილ მებურიშვილია.
შსს-მ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.
”დავმუნჯდი ვერაფერს ვწერ მშვიდობით ჩემო ბავშვობავ 😭😭😭😭😭ამაზე დიდი ტრაგედია ქრ შეიძლება მოხდეს გამძლეობა შენს ოჯახს ვასოოო😭😭😭😭😭😭
ვასო ჩემო ბავშვობის მეგობარო , საუკეთესო ადამიანო 😭😭საშინელია ეს ტკივილი 😭😭 გამძლეობა შენს ოჯახს 😭😭😭 სასუფეველი შენს ლამაზ სულს 😭გვიყვარხარ ყველას და მოგვენატრები ..” – წერს ახლობელი.