3 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1 აპრილიდან ამოქმედდა

3 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1 აპრილიდან ამოქმედდა

დღეიდან ქვეყანაში სამი ცვლილება ამოქმედდება:

“პირველი აპ­რი­ლი­დან ძა­ლა­ში შე­დის ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­სა­მე ეტა­პი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის­თვის ნე­ბარ­თვე­ბის უვა­დოდ, სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მას. იმ ფი­ზი­კურ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვის­ზეც 1-ელ აპ­რილს გა­ი­ცე­მა A კა­ტე­გო­რი­ის უვა­დო ნე­ბარ­თვე­ბი, გას­ცდა 35 000-ს. ახა­ლი ნე­ბარ­თვე­ბის აქ­ტი­ვა­ცი­ის ვადა მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან 2024 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დეა გან­სა­ზღვრუ­ლი. ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლია, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, ნე­ბარ­თვა გა­ა­აქ­ტი­უ­როს და ის კონ­კრე­ტულ ავ­ტო­მო­ბილს მი­ა­ბას. თუ ნე­ბარ­თვის შე­ნახ­ვას გა­და­წყვეტს და მას არ გა­მო­ი­ყე­ნებს, მა­შინ ერთი წლის შემ­დეგ, სა­უ­რა­ვი და­ე­კის­რე­ბა – დღე­ში სამი ლარი“, – აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

ასე­ვე დღე­ი­დან A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლებს მგზავ­რე­ბის აყ­ვა­ნა-ჩა­მოს­მა ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად მუ­შა­ობს ცვლი­ლე­ბა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დღე­ი­დან, 1-ლი აპ­რი­ლი­დან A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლებს ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში გა­დას­ვლა და მგზავ­რის აყ­ვა­ნა-ჩა­მოს­მა შე­ეძ­ლე­ბათ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

1 აპ­რი­ლი­დან მომ­ხმა­რე­ბელს რამ­დე­ნი­მე ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტის შე­და­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის 6 იან­ვრის ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

“სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად შე­თა­ვა­ზე­ბი­სას, ფი­ნან­სურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს თი­თო­ე­უ­ლი სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტის ფა­სის გამჭვირ­ვა­ლედ მი­თი­თე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სა­თა­ნა­დო გამ­ჟღავ­ნე­ბა, რათა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს მის­თვის ერთი ან რამ­დე­ნი­მე ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­ფი­ნან­სო პრო­დუქტ(ებ)ის შე­და­რე­ბა.

ფა­სის მი­თი­თე­ბა არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ისე­თი სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მელ­საც ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს მხო­ლოდ სხვა სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში და რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ფი­ნან­სურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ამ­გვარ სა­ფი­ნან­სო პრო­დუქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ამ პუნ­ქტით გან­სა­ზღვრულ სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად, მომ­ხმა­რე­ბელს სა­თა­ნა­დოდ უნდა მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლად არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია ბრძა­ნე­ბა­ში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *