აშშ-ში, ილინოისის შტატში, ქალმა, სახელად ჯენიფერ მეჯიმ, კარადაში შეიხედა და რვა თვის წინ გაუჩინარებული ქმრის მუმია იპოვა. ამის შესახებ New York Post იტყობინება.მან ქმრის დაკარგვის შესახებ გასული წლის აპრილის ბოლოს განაცხადა. პოლიციამ მამაკაცის პოვნა ვერ შეძლო. ქალმა ქმრის მუმიფიცირებული ცხედარი დეკემბერში იპოვა, როცა ნაძვის ხის გამო კარადაში შეძვრა. როგორც გაირკვა, ის და მისი მეზობლებიც კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძნობდნენ უსიამოვნო სუნს, მაგრამ ყველა ფიქრობდა, რომ ეს იყო გაუმართავი კანალიზაცია. და იმის გათვალისწინებით, რომ ბინაში წარმოუდგენელი არეულობა იყო, ძნელი იყო სხეულის პოვნა. Fox59-ის ცნობით, სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ მამაკაცმა თავი მოიკლა.
Post Views: 818