ცნობილია ახლახანს დაღუპული ქართველი ბიზნესმენის ვინაობა

ცნობილია ახლახანს დაღუპული ქართველი ბიზნესმენის ვინაობა

ისი პარის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან მარგველაშვილი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას ისი პარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ისი პარის გუნდი ლევან მარგველაშვილს 28-წლიანი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

„ისი პარის ერთგულო მომხმარებლებო და მეგობრებო, ძალიან გვიჭირს ახლა ამის დაწერა, მთელი გუნდი დამწუხრებული და ტკივილით სავსე ვართ, რადგან უნდა შეგატყობინოთ ჩვენთვის უმძიმესი და წარმოუდგენელი ამბავი.

1 აპრილს, გარდაიცვალა ისი პარის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სიკეთით სავსე და ყველასათვის საყვარელი ბატონი ლევან მარგველაშვილი, რომელსაც უსაზღვრო და უდიდესი წვლილი მიუძღვის ისი პარის ზრდასა და განვითარებაში. ვერანაირი სიტყვებით გადმოგცემთ, თითოეული ჩვენგანის მწუხარებას, რადგან ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდით მის თანადგომას, მეგობრობასა და სიყვარულს. მისი ღიმილიანი სახე არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან. საოცრად რთულია და გვიჭირს ისი პარის 28 წლიანი ისტორიის, ძალიან დიდი გზის განვლის შემდეგ, ასეთი ადამიანის უკანასკნელ გზაზე გაცილება.

რთულად წარმოსადგენი და გასააზრებელია, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, მაგრამ აუცილებლად მოვიკრებთ ძალებს და თავდაუზოგავად გავაგრძელებთ იმ საქმეს, რასაც ბატონი ლევანი 1995 წლიდან დღემდე ისი პარისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის აკეთებდა.

ყველაფრისთვის უდიდესი მადლობა ბატონო ლევან, ჩვენ არ გემშვიდობებით, რადგან ისი პარისა და ჩვენს გულებში, თქვენ სამუდამოდ იცოცხლებთ,“ – აღნიშნულია ისი პარის განცხადებაში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *