ამას არ ელოდნენ – რამ გააკვირვა ნეაპოლში ჩასული “რეალის” სკაუტები

ამას არ ელოდნენ – რამ გააკვირვა ნეაპოლში ჩასული “რეალის” სკაუტები

Defensa Central-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” სკაუტები გუშინ “ნაპოლისა” და “მილანის” მატჩს დაესწრნენ.

მადრიდელების მიზანი აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიაზე საფუძვლიანი დაკვირვება იყო, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელი, რომელმაც სკაუტები მოხიბლა ბრაიმ დიასია.

ესპანელმა, რომელიც ამჟამადაც “რეალის” საკუთრებაშია, საოცარი მატჩი ჩაატარა. მან აქტივში ერთი გოლი და ერთი ასისტი ჩიაწერა.

ბუნებრივია, რომ ამ პერფორმანსის შემდეგ “ბლანკოსის” სურვილი, რაც ბრაიმის ზაფხულში დაბრუნებას უკავშირდება, კიდევ უფრო გაძლიერდა.

რაც შეეხება კვარას, უკვე ვიცით, რომ “რეალი” მას აქტიურად აკვირდება და სკაუტების გუშინდელი ვიზიტიც სწორედ ამას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლის” საერთო ჯამში საშინელი შეხვედრა ჰქონდა, მხოლოდ ხვიჩაზე თუ ვისაუბრებთ, ინდივიდუალურად, იგი ერთადერთი იყო, რომელიც რაიმეს ცდილობდა.

წყარო : Realmania.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *