ცნობილი ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი და მისი მოდელი მეუღლე ერთმანეთს დაშორდნენ. ტინა კუნაკის სულ ახლახან დაბადების დღე ჰქონდა და წვეულება მხოლოდ მეგობრებთან აღნიშნა, ვენსანის გარეშე და არც საჯარო მილოცვა მიუღია კასელისგან.”რამდენიმე კვირის წინ დაშორდნენ. ტინა გულმოკლულია”, – ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო. ეგ კი არა, 56 წლის ვენსანმა ინსტაგრამიდან სულ წაშალა 26 წლის მეუღლის ფოტოები.
ბოლო პერიოდში ტინა აღარ აქვეყნებდა ერთობლივ ფოტოებს ქმართან და პირველი ეჭვებიც მაშინ გაჩნდა, არადა, ადრე ხშირად ანებივრებდნენ თაყვანისმცემლებს სასიყვარულო ფოტოებით.
წყვილი კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისათვის, მათ 2018 წელს იქორწინეს, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ და 2019 წეს გაუჩნდათ ქალიშვილი ამაზონი. მათ ქორწინებას მედია ხშირად აკრიტიკებდა 30-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო.