ხვიჩა კვარაცხელიამ Dazn-თან ვრცლად ისაუბრა. იგი განსაკუთრებულ აქცენტს საკუთარ ოჯახზე აკეთებს:
„მამაჩემი ფეხბურთელი იყო და ვფიქრობ, მან გადმომცა ფეხბურთის სიყვარული. მე ყოველთვის მხოლოდ იმიტომ ვთამაშობდი, რომ მომწონდა. როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი გუტი იყო.
როდესაც თბილისის “დინამოს” აკადემიაში ვიყავი, ესპანელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ და მათგან ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ, როგორც ტექნიკური, ისე ტაქტიკური თვალსაზრისით. დღესაც, თბილისის “დინამოს“ აკადემია საქართველოში მოწინავე პოზიციაზეა.
ჩემი უმცროსი ძმა ჩემზე ძლიერია, მაგრამ ეს ბევრი ვარჯიშით უნდა დაამტკიცოს. მას აქვს ყველა უნარი, რომ ჩემზე უკეთესი გახდეს და იმედი მაქვს, ამას შეძლებს. ისიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს.”
Post Views: 3,222