“ნაპოლის” განაპირა მცველმა მარიო რუიმ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა გუნდი დატოვოს. ამის შესახებ Calciomercato-ს ჟურნალისტი მარკო დემიკელი იტყობინება.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელს მუდამ ძირითად შემადგენლობაში თამაში სურს და თუ კლუბი მას მატიას ოლივერას ამჯობინებს, გუნდის შეცვლაზე იფიქრებს.
“მარიო რუი “ნაპოლიში” ბედნიერია, მაგრამ “პარტენოპეიში” მატიას ოლივერას მომავალიც პერსპექტიულია. პორტუგალიელს კი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაში სურს” – წერს იტალიელი ჟურნალისტი.
Post Views: 1,091