ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ “გაძეტა დელო სპორტს” ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვა თემებთან ერთად ქართველ ფეხბურთელზეც გააკეთა კომენტარი. საკის აზრით, 22 წლის კვარაცხელიას თამაში იტალიური გუნდების მცველებმა შეისწავლეს, რის გამოც ძველებურად შიშს მათში ვეღარ იწვევს.
“მოდი, ასე ვთქვათ: ის არ არის იგივენაირი, როგორიც რამდენიმე ხნის წინ იყო. თავიდან საოცარი სიურპრიზი გახლდათ, ამიტომაც, საჭიროა შევაქოთ ის ადამიანები, რომლებმაც იყიდეს. თუმცა, ამჟამად ნაკლებად საშიშია მეტოქეებისთვის, ვიდრე ადრე იყო. დრიბლინგს ყოველთვის მოედნის შუა ნაწილისკენ შეწევით აკეთებს, ეს უკვე გასაგებია და მცველებმა, რომლებმაც ის შეისწავლეს, შესაძლოა მისი თამაშის კონტრზომები მოძებნეს”, – აღნიშნა საკიმ.
Post Views: 1,116