ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება ნეაპოლისკენაა – თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში, “ნაპოლი“ “მილანს“ უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ ოსიმენი დაბრუნდა და მატჩისთვის აქტიურად ემზადება.
გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ოსიმენის დაბრუნება ყველაფერს თავის ადგილს დაუბრუნებს.
ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
“ხვიჩას აღწერა არ შემიძლია, თუმცა როდესაც ვნახე მისი თამაში, მივხვდი, თუ რისი მოტანა შეეძლო მას ამ კლუბისთვის. ის პირველივე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება – ბრავო! კვარა ძალიან ნიჭიერი და კარგი ბიჭია, ის ყველას უყვარს”.
Post Views: 779