“საბოდიშო არაფერი გაქვს” – ცნობილია ნაპოლის 3 ფეხბურთელის ვინაობა , ვინც ხვიჩა კვარაცხელიას გვერდში დაუდგა

“საბოდიშო არაფერი გაქვს” – ცნობილია ნაპოლის 3 ფეხბურთელის ვინაობა , ვინც ხვიჩა კვარაცხელიას გვერდში დაუდგა

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ სტადიაზე მილანთან ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

საპასუხო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. Il Mattino დღევანდელ ნომერში წერს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თანაგუნდელებს ამ შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა.

თუმცა, ხვიჩას ნაპოლის სხვა ფეხბურთელებმა მხარი დაუჭირეს. მაგალითად, გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ უთხრა: “საბოდიშო არაფერია, ჩვენ იმიტომ არ დავმარცხებულვართ, რომ შენ პენალტი ვერ გაიტანე”. დი ლორენცოს მსგავსად განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს და გვერდში დაუდგნენ ელიფ ელმასი და ვიქტორ ოსიმენი.

რაც შეეხება მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტიმ განაცხადა რომ კვარას ბრალი არაფერი არ არის და ის გუნდს მომავალში ჭირდება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *