ხვიჩას აგენტი ნაპოლის პრეზიდენტს დე ლაურენტისს შეხვდა – რა ხდება კვარას მომავალთან დაკავშირებით

ხვიჩას აგენტი ნაპოლის პრეზიდენტს დე ლაურენტისს შეხვდა – რა ხდება კვარას მომავალთან დაკავშირებით

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩის წინა დღეს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან ერთად ისადილა, – ინფორმაციას „არეა ნაპოლი“ ავრცელებს.

“ხვიჩამ აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა იტალიის ჩემპიონატზე დაბალი ლიგაში თუ თამაშობდი, მთავარი კლასია, ქართველს კი მაღალი კლასი აქვს. „ნაპოლიში“ გატარებულ ხანმოკლე პერიოდში ხვიჩამ კლუბი დააახლოვა ოცნებას, მოიპოვოს იტალიის ჩემპიონობა, რომელზეც ნეაპოლში 33 წელია, ოცნებობენ.

ახლა კი აურელიო დე ლაურენტისს მისი გუნდში დატოვება სურს. „ნაპოლი“-„მილანის“ მატჩის წინა დღეს ნეაპოლელთა პრეზიდენტმა ქართველის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან ერთად ისადილა. რა თქმა უნდა, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხიც განიხილეს. თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ სეზონში ხვიჩა „ნაპოლიში“ ითამაშებს“, – ამტკიცებს „არეა ნაპოლი“ და ჯუღელისა და დე ლაურენტისის ფოტოს აქვეყნებს.

კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, მისი ხელფასი კი სეზონში 1.2 მილიონი ევროა. იტალიური მედია დიდი ხანია წერს, რომ ნეაპოლელები მასთან ხელშეკრულების 1 წლით გაგრძელებასა და ხელფასის გაორმაგებას აპირებენ.

წყარო : Mix.metronome.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *