სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას და “ნაპოლის” ქომაგებისთვის

სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას და “ნაპოლის” ქომაგებისთვის

სერია ა-ს 31-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „იუვენტუსი“ დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი 90+3 წუთზე ჯაკომო რასპადორიმ ელიფ ელმასის გადაცემით გაიტანა.

ამ გამარჯვებით, „ნაპოლიმ“ უახლოესი მდევარი „ლაციო“ 17 ქულით ჩამოიტოვა და ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში დადგა.

იმ შემთხვევაში, თუ 29 აპრილს „ნაპოლი“ შინ „სალერნიტანას“ დაამარცხებს, 30-ში კი „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ მოუგებს, ნეაპოლური გუნდი ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებს.

კვარა კი პირველ დიდ ტიტულს მოიპოვებს, რომელსაც იტალიის ჩემპიონობა ჰქვია.

Leave a Comment