რას წერს იტალიური მედია ხვიჩას შესახებ – ქართველ ფეხბურთელბს აკრიტიტეკებენ

რას წერს იტალიური მედია ხვიჩას შესახებ – ქართველ ფეხბურთელბს აკრიტიტეკებენ

რას წერს იტალიური მედია ხვიჩას შესახებ – ქართველ ფეხბურთელბს აკრიტიტეკებენ

Calcionapoli1926 – 6.5 ქულა: “გოლის გატანაში ხელი მხოლოდ ოჩოამ შეუშალა”.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: “მათთან შედარების გარეშეც, ვინც ნეაპოლში სამართლიანად ღმერთებად მიიჩნევიან, მაინც ამ გუნდის ვარსკვლავია, რომელიც ფაქტობრივად იტალიის ჩემპიონია. ორმაგი მეურვეობით ეთამაშებიან, თუმცა ბურთს ეფერება და შეეძლო მეორე გოლის გატანა”.

Calciomercato – 6 ქულა: “ორმაგი მეურვეობა მუდმივია, მაგრამ საწყისი აგრესიიდან თავის დაღწევის შემდეგ ყოველთვის რაღაცის შექმნის განცდას იძლევა”.

Sport Mediaset – 6 ქულა: “თამაშში ჩართულობა არ აკლია, მაგრამ ცოტა უზუსტობამ და ოჩოას დიდებულმა შუადღემ ხელი შეუშალა. რამდენიმე კვირის წინ ის მსგავს მომენტს არ აფუჭებდა”.

Sport.virgilio – 7 ქულა: “თავიდან მარჯვენა ფლანგზეც ვარირებდა, ბევრ დრიბლინგს ჯიუტად ცდილობდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეტოქესთან უპირატესობის შესაქმნელად, რომელიც ძალიან კარგად იყო დაცვაში ჩაკეტილი. რამდენჯერმე გოლთან ახლოსაც იყო. ახლა ყველა ამბობს, რომ წლების წინ იცოდნენ მის შესახებ, მაგრამ როდესაც ინსინიესნაირი სენატორის ადგილის დასაკავებლად აქ ჩამოვიდა, თითქმის უცნობი იყო. ვერონასთან პირველივე მატჩში დაამტკიცა, რა შეუძლია. ცხადია, რომ ჯორჯ ბესტთან შედარება არ არის მკრეხელობა, თუ დარტყმას გააუმჯობესებს, “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდება”.

Eurosport – 5.5 ქულა: “ერთ ნაბიჯში იყო ცაციათი ყველაფრის შეცვლასთან, შემდეგ მარჯვენა ფეხით დაარტყა, მაგრამ ოჩოამ აჯობა.”

Numero-diez – 6 ქულა: “პირველ ტაიმში შეცდომები ჰქონდა. მთლიანობაში უჭირს დამაგვირგვინებელ ფაზაში, რაც სიახლეა. მეორე ტაიმში უფრო სახიფათო გახდა, თუმცა მატჩზე კვალი ვერ დატოვა”.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *