მოლაპარაკებები დაწყებულია ! – რა სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი

მოლაპარაკებები დაწყებულია ! – რა სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი

გავრცელებული ინფორმაციით, იტალური “ნაპოლი” საქართველოში საფეხბურთო აკადემიის გახსნას გეგმავს.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე ამ თანამშრომლობის შედეგებით ვიამაყებთ. ამის გამო მადლობა მინდა იმ იტალიელ სპეციალისტებს გადავუხადოთ, რომლებიც ჩვენს აკადემიაში საქმიანობდნენ და საქმიანობენ. აღსანიშნავია, რომ „ინტერამდე“ თანამშრომლობა სხვა გუნდებთანაც გვსურდა, მათ შორის, „იუვენტუსთან“, მაგრამ პირველი, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, „ინტერი“ იყო. იმასაც ვიტყვი, რომ ეს კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლამდე მოხდა, ამიტომ იყო ეს მნიშვნელოვანი ფაქტი. სხვათა შორის, ახლა ჩვენთან თანამშრომლობა „ნაპოლისა“ და კიდევ რამდენიმე კლუბს სურს“, – განაცხადა ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დავით კერესელიძემ

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *