ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ამ გუნდს ქვეყნის ჩემპიონობაში დაეხმარა.
ცხადია, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს სურს, რომ ფეხბურთელი კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნოს.
Corriero dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარა “პარტენოპეისთან” +1 წლით 2028 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს.
ქართველი ფეხბურთელის ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო გახდება.
Post Views: 3,819