Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი, ალესანდრო ბარბანო მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბმა 10 ნომრიანი მაისური უნდა გადასცეს:
“ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს, რომ ნაპოლიმ 10 ნომრიანი მაისური გადასცეს. მას სერია A-ზე საოცარი გავლენა ჰქონდა, თავად ნეაპოლთან კი კვარას უდიდესი სიყვარული აკავშირებს.”
“ნურავინ იფიქრებს, რომ პარალელებს მარადონასთან ვავლებ, რადგან ამ ორი ფეხბურთელის ერთმანეთთან შედარება საერთოდაც არ მინდა. სიმართლე გითხრათ, ისინი ერთმანეთს სრულებით არ ჰგვანან, არც ფიზიკით, არც სათამაშო სტილით, სამუშაო ფეხიც კი არ აქვთ ერთი.”
“ერთი რამ ფაქტია, კვარამ სკუდეტოს მოგება თავისი ლიდერული თვისებებით განაპირობა და მისთვის 10 ნომრიანი მაისურის გადაცემა სავსებით ლოგიკური იქნებოდა.”
Post Views: 2,733