“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურილიო დე ლაურენტისმა Repubblica-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ ქართველის შეძენა დიდი ხანია სურდა.
“გუნდიდან ისეთი ფეხბურთელები გავუშვი, რომლებსაც მოტივაცია არ ჰქონდათ. მათ არ შეეძლოთ იმის მიღწევა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ გავარკვიე ყველაფერი. კოვიდ 19-ის პერიოდი იყო და მის სანაცვლოდ დიდ თანხას გვთხოვდნენ. მოგვიანებით ჯუნტოლის კარგი მუშაობის შედეგად ქართველი 11 მილიონ ევროდ გავიფორმეთ.
ახლა ვმუშაობთ, რომ რამდენიმე მოთამაშე დავიმატოთ MLS-იდან და ასევე იაპონურ ბაზარსაც ვსწავლობთ” – განაცხადა იტალიელმა.
Post Views: 2,480