ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად “კოკა-კოლამ” ბოთლის ეტიკეტზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელების ფოტოები განათავსა.
მათ შორისაა “ნაპოლის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც. ბოლო დღეებში, ყველაზე მეტად. სწორედ კვარაცხელიას ეტიკეტის “კოკა კოლები” იყიდება.
იტალიური გამოცემა Areanapoli.it ამასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
კონტრაქტის თანახმად, კვარაცხელიას 100%-იან სარეკლამო უფლებებს “ნაპოლი” ფლობს. ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობამ კი საქართველოში ამ მარკეტინგული სიახლის შესახებ არაფერი იცოდა.
ამის გამო, “ნაპოლიმ” საქართველოს მიმართ დიდი პროტესტი გამოთქვა და შესაძლოა, კვარაცხელია “კოკა კოლას” ბოთლებზე აღარ ვიხილოთ.
Post Views: 2,855