France Football-ის მიერ “ოქროს ბურთის” ნომინანტთა სიაში შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია მოხვდეს.
ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ ქართველ ფეხბურთელზე მაისის თვის ნომერში დაწერა: “შესაძლებელია, ხვიჩა ნომინანტებს შორის იყოს, თუნდაც არა ფავორიტებში, რადგან ეს მხოლოდ მისი პირველი სეზონია იტალიაში.
რა თქმა უნდა, ის ფიქრობს ოქროს ბურთის მოგებაზე და იმაზე, რომ ერთ დღეს საუკეთესო იქნება”.
France Football ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს 30 ნომინანტს ასახელებს. ჟურნალი წლის საუკეთესო ფეხბურთელს მიმდინარე წლის ბოლოს დაასახელებს.
Post Views: 968