სპალეტის წასვლა სურს – რა ხელფასზე თქვა უარი იტალიელმა სპეციალისტმა

სპალეტის წასვლა სურს – რა ხელფასზე თქვა უარი იტალიელმა სპეციალისტმა

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის გუნდიდან წასვლა სურს. ამის შესახებ რამდენიმე იტალიური გამოცემა წერს.

როგორც გამოცემა Corriere dello Sport წერს, სპალეტის გაუფუჭდა ურთიერთობა კლუბის პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან. ეს უკანასკნელი ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ. სპალეტის შესანარჩუნებლად დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომელიც 2025 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს, მაგრამ, ამ მომენტისთვის, მწვრთნელი არ აპირებს თავისი გადაწყვეტილების შეცვლას.

გაზეთი La Repubblica ამატებს, რომ კონტრაქტის განახლებაზე შეხვედრამ წარუმატებლად ჩაიარა. სპალეტიმ არ მიიღო წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივებასა და ხელფასის მომატებას 2,8-დან 3.5 მილიონამდე წელიწადში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *